Hi All
მე ლუკა ვარ, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და Clapp Studio-ს დამფუძნებელი.
მე და ჩემი გუნდი ვქმნით ფოტო-ვიდეო კონტენტს, საპრეზენტაციო, გაყიდვად რილსებსა და სარეკლამო ვიდეო რგოლებს, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს მათი პროდუქციისა და მომსახურების მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ეფექტურად წარდგენასა და ყველა უპირატესობის ჩვენებაში, ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში.
საიტზე ნახავთ ჩვენს როგორც ფოტო, ასევე ვიდეო ნამუშევრებს. დაათვალიერეთ და შეგვეხმიანეთ დეტალების დასაზუსტებლად.
Clapp Studio-ს გუნდი 24/7 ზე თქვენს სამსახურშია.
ჩვენი ხედვა
არ არსებობს ორი ერთნაირი პროდუქტი ან მომსახურება — ყველა მათგანი განსხვავებული და უნიკალურია. არ არსებობს ორი იდენტური პროექტი და ერთნაირი ფოტო; არ არსებობს კოპირება და მიუღებელია პლაგიატი. ჩვენთვის ყოველი ახალი პროექტი არის ახალი გამოწვევა და მუდმივი სიახლის ძებნა, განვითარება და განსხვავებული გზების ძიებაა.
ფოტოგრაფია

სტუდიური და გარე ფოტოსესიები
ინდივიდუალური ფოტოსესიები, პორტრეტები და სტუდიური ნამუშევრები

ინტერიერი
ინტერიერ-ექსტერიერი

პროდუქტები
საპრეზენტაციო ფოტოები

კომერციული ფოტოგრაფია
ღონისძიებები
კვება
კვება და სასმელი

კონტენტი
არსებობს შაბლონები, რომლითაც ხელმძღვანელობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებობს ათასობით ტექნიკა, ათასობით ხერხი და უკვე მილიონობით წარმატებული ქეისი პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირებისთვის — ჩვენ ვიცით მათი უმრავლესობა, მაგრამ ვთვლით, რომ ყველა პროდუქტი და მომსახურება ინდივიდუალური განხილვის საგანია და ვაერთიანებთ მსოფლიო ვიდეოგრაფიის ცოდნასა და გამოცდილებას კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ინდივიდუალურად წარსადგენად.
ვიდეოგრაფია

კომერცია
სარეკლამო ვიდეო-რგოლები

კვება
საკვების, სასმელების, ბარებისა და რესტორნების სარეკლამო ვიდეო-რგოლები

პროდუქტები
სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვადი და საპრეზენტაციო ვიდეო -კლიპები

ინტერვიუ
ინტერვიუს სტილის სარეკლამო, საიმიჯო და საპრეზენტაციო ვიდეო-რგოლები.
სტუდიური ფოტოსესია
მიყვარს შუქთან მუშაობა და ექსპერიმენტები. ვერ ვიტან გადანათებულ და გადათეთრებულ შუქის სქემებს. მიყვარს შუქ-ჩრდილების ხატვა და მათი დახმარებით დამატებითი დრამის შექმნა ჩემ პორტრეტებში.
საუკეთესო ფოტო ისაა, რომელიც სიტყვების გარეშე გიყვება ამბავს
პეიზაჟები
ჩვენი პარტნიორები

ყველა საავტორო უფლება დაცულია კანონით
Clapp Studio
clappstudiogeo@gmail.com